საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №397

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

„33. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სა-ლიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება (თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური