საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №396

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (სსმ, 15.04.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის წევრი;
სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგ-ნოზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარ-ტამენტის უფროსი - კომისიის წევრი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური