საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №394

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს  მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების" 54-ე, 57-ე - 64-ე, 66-ე, 82-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.". 

2. 110 და 111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 110. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების" 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება დეკლარანტის მიერ საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის, დოკუმენტების ელექტრონულად ან ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონულად მიწოდება). ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს - 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ,,ოქროს სიის" მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.
მუხლი 111. „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების" 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე იმ პირებზე, რომლებიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულნი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად.". 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური