საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №392

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წესში":

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვ¬ლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი) უზრუნველყოფის მიზნით.".

2. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეოსამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში - გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.". 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური