საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №391

„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1496) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესის:
ა) მე-2 მუხლის „ზ.ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა - მასშტაბი 1:10 000 შესაბამისი ლეგენდით;";
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.";
გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.";
დ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-20 მუხლის:
ე.ა) მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებისა და პარამეტრების შესახებ;";
ე.ბ) მე-2 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა", „ბ", „ე" და „ვ" ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას.";
ვ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა¬ნავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური