საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №388

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის N233 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის N233 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1663) შეტანილ იქნეს ცვლილება და N2 დანართის მე-6 პუნქტის „დ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური