საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №387

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 18/03/2011) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და სარჩელის სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის;".  

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური