საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №385

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: 

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ამასთან, შესაბამისი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადებში:
თ.ა) ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, ტყითსარგებლობის გეგმით განსაზღვრული, ყოველწლიურად მოსაჭრელი და წინა წლების აუთვისებელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;
თ.ბ) თითოეული წლის მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისება დაწყებული უნდა იქნეს წინა წლებში გამოყოფილი აუთვისებელი ტყეკაფ(ებ)ით და მხოლოდ მათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ათვისების შემდეგ განხორციელდეს ახალი ტყეკაფ(ებ)ის ათვისება დადგენილი წესით. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ტყეკაფ(ებ)ის ათვისების თაობაზე (მათ შორის - ტყეკაფ(ებ)ის ათვისების დაწყებისა და დამთავრების თარიღების მითითებით);";
ბ) „ც" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) განახორციელოს ტყეკაფის სრულად ათვისება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, ტყითსარგებლობის გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.".

2. მე-8 მუხლის:
ა) 11 პუნქტის:
ა.ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა", „ბ.გ", „გ", „დ", „ვ", „ზ", „თ" და „ც" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;";
ა.ბ) „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;";
ა.გ) „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიატები ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენენ საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგმას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;";
ბ) 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ" და „თ" ქვეპუნქტები:
„ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ამასთან, შესაბამისი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადებში:
ზ.ა) ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი და წინა წლების აუთვისებელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;
ზ.ბ) თითოეული წლის მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისება დაწყებული უნდა იქნეს წინა წლებში გამოყოფილი აუთვისებელი ტყეკაფ(ებ)ით და მხოლოდ მათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ათვისების შემდეგ განხორციელდეს ახალი ტყეკაფ(ებ)ის ათვისება დადგენილი წესით. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ტყეკაფ(ებ)ის ათვისების თაობაზე (მათ შორის - ტყეკაფ(ებ)ის ათვისების დაწყებისა და დამთავრების თარიღების მითითებით);
თ) განახორციელოს ტყეკაფის სრულად ათვისება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.".

3. მე-9 მუხლის მე-20 და 23-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ¬ მინისტრი ნიკა გილაური