საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №382

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის N203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის N203 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, მუხლი 1452) და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. გარდამავალი დებულება
 ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა, რათა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელთა მიერ 2011 წლის 1 ივლისამდე გამოყოფილ ტყეკაფზე მოპოვებულ მერქნულ რესურსზე მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით 2011 წლის 1 ივლისამდე არსებული მოსაკრებლის მიხედვით, ხოლო 2011 წლის 1 ივლისის შემდგომ გამოყოფილ ტყეკაფზე - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური