საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №381

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N402 დადგენილებაში (სსმ, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
რუსუდან კემულარია- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა ბარათაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
გოგა გუგავა- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
დავით ქევხიშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
დავით ჩხეიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ვაჟა პეტრიაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური