საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №380

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე


 მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
 1. განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ახალგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაცია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასთან მიერთების გზით, 2011 წლის 20 ოქტომბრამდე.
 
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ უზრუნველყონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ახალგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური