საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №379

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., N168) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, დამატებით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება:
ა) 75 ლარის ოდენობით - თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის" 51 მუხლის საფუძველზე იღებს დანამატს;
ბ) 125 ლარის ოდენობით - თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
 გ) თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განეკუთვნება შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, მოყვანილი ფორმულის მიხედვით: X = 1000 ლარს - (A+B+C), სადაც:
X - საჯარო სკოლებისათვის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, დამატებით გამოსაყოფი თანხაა; 
A - ამ დადგენილების პირველი მუხლის 71 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;
B - ამ დადგენილების პირველი მუხლის 71 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;
C - „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის" (გარდა 51 მუხლისა) შესაბამისად განსაზღვრული პედაგოგის შრომის ანაზღაურებაა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური