„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 04.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადასა და საფასურს" დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:
„მუხლი 3
თუ სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება:
ა) 600-ზე მეტი მსხვილი რქოსანი ცხოველის ტანხორცზე - მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 3 ლარის ოდენობით;
ბ) 1000-ზე მეტი ღორის ტანხორცზე - მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 2 ლარის ოდენობით;
გ) 1500-ზე მეტი ცხვრის, თხის ტანხორცზე - მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 1 ლარის ოდენობით.".
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური