საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №377

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ" დებულების (დანართი №1) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე 5 პუნქტი:
„5. ამ დებულების მე 2 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესაბამისი უფლება მინიჭებული.". 

2. დადგენილებით დამტკიცებული „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ" დებულების (დანართი №2) მე 7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე 5 პუნქტი:
„5. ამ დებულების მე 2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესაბამისი უფლება მინიჭებული.". 
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური