საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №376

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისადა სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესის" (დანართი N5):
1. მე-3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბენეფიციარების მონაცემთა სისტემატიზაციას საცხოვრებელი ადგილის (ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ", „გ1", „დ" და „თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის) ან ბენეფიციარების მიხედვით (ვაუჩერის პირობების მე 2 მუხლის მე 2 პუნქტის „ა", „ა1", „ბ", „გ2", „ე", „ვ", „ზ" და „ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის);".
2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პოლისის დარიგების/გაცემის ფაქტი დასტურდება დამზღვევის/დაზღვეულის ხელმოწერით და აისახება პროგრამაში. დამზღვევის/დაზღვეულის მიერ პო-ლისის დარიგებასთან/გადაცემასთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება მის გამცემ მხარესთან პოლისის მოქმედების ამოწურვიდან 3 წლის განმავლობაში.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური