საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №375

„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში (სსმ, 13/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  ,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 11 182 085 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ოთხმოცდახუთი) ლარით.".
  2. პირველი მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  ,,23. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგენილების მე-14 - მე-17 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 134 085 (ას ოცდათოთხმეტი ათას ოთხმოცდახუთი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით: 
ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდე-ნობა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა - 44 085 (ორმოცდაოთხი ათას ოთხმოცდახუთი) ლარი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური