საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №373

„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 18/03/2011) დამტკიცებულ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ" ქვეპუნქტი:
,,ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი".
2. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
,,13. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
  ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროექტებისა და დადებული შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  ბ) მონიტორინგის განხორციელების შედეგად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
  გ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.".
 
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 17 ოქტომბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური