საქართველოს მთავრობა – სიახლეები

კრიზისების მართვის კუთხით არსებული კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება იქნება მთავრობის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-05

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის" შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის.

კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს, ანგარიშვალდებულება, გამჭირვალობა, კრიზისული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური