საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გიორგი სახოკია - რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-01

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა.

კონფერენციაზე 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ასევე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებაზე იმსჯელეს.

კონფერენციის მსვლელობისას მუნიციპალიტეტებმა, სადაც უკვე შემუშავებულია გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტანდარტები, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.