საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-07

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა განაცხადა, სხდომაზე ინაუგურაციის სცენარი განიხილეს.

„ვიმსჯელეთ ღონისძიების სცენარისა და მოწვეული სტუმრების შესახებ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს საკითხი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც დაზუსტდება საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში. ყველანაირად ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.