ნატალია ჯალიაშვილმა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით მიღწეულ პროგრესი გააცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-13

საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით მიღწეული პროგრესი გააცნო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერიზაბელა დინგისიანს ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ნატალია ჯალიაშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.
საუბრისას ხაზი გაესვა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე.
შეხვედრაზე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქართველ კოლეგებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის შვედეთის გამოცდილება და საკუთარი ხედვა გაუზიარა.
შეხვედრას, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქუიქი დაესწრო.