საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თედო ჯაფარიძე კონდოლიზა რაისსა და მაიკლ მაკფოლს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-13

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

თედო ჯაფარიძე დღეს, კალიფორნიის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად, აშშ-ისყოფილ სახელმწიფო მდივანს და ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სკოლის პროფესორ კონდოლიზა რაისს შეხვდა.
ასევე გაიმართა შეხვედრა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფრიმან სპოლის ინსტიტუტის დირექტორთან და აშშ-ისყოფილ ელჩთან რუსეთში მაიკლ მაკფოლთან.

შეხვედრებზე, საქართველოს კონტექსტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, უსაფრთხოების კუთხით რეგიონშიშექმნილ ვითარებასა და საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.