საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-11

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში , სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)  ტექნიკური მხარდაჭერით შეხვდა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს.

სააკორდინაციო ჯგუფი  პასუხისმგებელია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების გახორციელებაზე.

საკოორდინაციო  ჯგუფი, რომელსაც 2015 წლის იანვრიდან სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, სამ თვეში ერთხელ იკრიბება და წარმოადგენს ანგარიშს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ. საკოორდინაციო ჯგუფში შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ამა წლის 26 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით N 339 დამტკიცდა. წინა წლების სამოქმედო გეგმისგან განსხვავებით, 2016-2017 წლების გეგმა ბევრად გაუმჯობესებულია. ცალ-ცალკე არის განსაზღვრული საქმიანობისა და შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებელი წამყვანი სამინისტროები/უწყებები და თანამშრომელი სამინისტროები/უწყებები, ასევე,  დახვეწილია გეგმის მიზნები და ინდიკატორები.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ციკლი ჰარმონიზებულია საქართველოს უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასთან, ხოლო კავშირები პოლიტიკურ დოკუმენტებს შორის გაძლიერებულია.

ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში აღებული ვალდებულებების შედეგებად ქცევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.