საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ლატვიურ გამოცდილებას ეცნობა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-11

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დელეგაცია 11-13 აპრილს ლატვიას ეწვია. სამუშაო ვიზიტის მიზანია, ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის ფუნქციონირების გამოცდილების გაზიარება და საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პოლიტიკის ძირითადი ელემენტების გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ლატვიის სახელმწიფო კანცელარიაში, სექტორების კოორდინაციის ცენტრში, ლატვიის საჯარო ადმინისტრირების სკოლასა და ფინანსთა სამინისტროში.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ანა გვენეტაძე, დონორთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი თამარ რაზმაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და საჯარო სამსახურის ბიურის ხელმძღვანელი ეკა ქარდავა იმყოფებიან.