საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე–60 სესიის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-16

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესიის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ეხებოდა  ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციასა და აღმოფხვრას. სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. გამოსვლის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გაეროს წევრ ქვეყნებს გაუზიარა ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციასა და აღმოფხვრის კუთხით საქართველოს მიერ შეძენილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.