საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-28

1   

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა.