საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა თბილისში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-31

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების და ბუაძეების ოჯახებს საოჯახო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს.
მთავრობის ადმინისტრაცია დაზარალებულთა საჭიროებებს წინასწარ გაეცნო და საახალწლო საჩუქრებიც ამის შესაბამისად შეარჩია.
საოჯახო ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, პატარებმა ნაძვის ხე და სათამაშოები მიიღეს.