საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გიორგი ამაშუკელი ეცნობა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კახეთში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეცნობა.

გიორგი ამაშუკელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაზარალებული სოფლები დაათვალიერა და გამგეობებში სამუშაო თათბირი გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და შესაბამის სამსახურებს მითითებები მისცა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიით გამოწვეული ზარალის დასადგენად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც თითოეული ოჯახის ზარალის აღწერაზე მუშაობს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, როგორც ცენტრალურ, ისე - ადგილობრივ დონეზე.