საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს.
ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა.

კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

პრემიერ-მინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს.