საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 21 მაისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 21 მაისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 21 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა ამბროლაურში გაიმართა. დღის წესრიგში 6 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა რეგიონში დასრულებული, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

"მორიგი გასვლითი მთავრობის სხომა გვაქვს. ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. დღეს ამბროლაურში ვართ და ამ რეგიონის მთავარ პრობლემებზე ვისაუბრებთ.

მთავარი თემა ის პროექტებია, რომლებიც უკვე განხორციელდა რაჭაში, ის პროექტები, რომლებსაც ახლა ვახორციელებთ, საინვესტიციო პროექტები, რომლებზეც საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. განვიხილავთ რა პრობლემებია, რა გაკეთდა და წლის ბოლომე და მომავალ წელს რას გავაკეთებთ.

ერთერთი მთავარი მიმრთულება, პრიორიტეტი სასმელი წყლის პროექტებია, გზებთან და ენერგეტიკასთნ დაკავშირებული პროექტები. გაზიფიკაცია ერთერთი მთავარი მიმართულებაა ხოლო, ელექტროენერგეტიკაში - სოფლებში და რაიონულ ცენტრებში ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება.

წლევანდელი წლის განმავლობაში ამ რეგიონში 56 მლ. ლარზე მეტი დაიხარჯება. ეს ის ციფრია, რომელიც მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს. აქედან ყველაზე დიდი თანხა გზებზე დაიხრჯება - 37 მლნ ლარი და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე - 7 მლნ ლარზე მეტი. დანარჩენი სკოლებზე, სოფლის დახმარების პროგრამაზე, საბავშვო ბაღებზე და სხვა წვრილ პროექტებზეა გამოყოფილი."

პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის მშენებარე ახალი საავადმყოფო დაათვალიერა
რაჭაში პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის მშენებარე ახალი საავადმყოფო დაათვალიერა.

"როგორც ხედავთ, ახალი საავადმყოფო შენდება. მშენებლობა რამოდენიმე თვის წინ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არის დაწყებული. წლის ბოლოსთვის ამბროლაურში მშენებლობას დავამთავრებთ და მომავალი წლის მარტისთვის აღჭურვაც დასრულდება. ეს იქნება უმაღლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი 25 საწოლიანი საავადმყოფო თავისი პოლიკლინიკით და ლაბორატორიით.

ასევე მოხდება ადგილობრივი ექიმების გადამზადება, რათა ისინი ახალ ტექნოლოგიებს გაეცნონ. და, შესაბამისად, მომავალ წელს გვექნება უმაღლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი საავადმყოფო ამბროლაურის რაიონში. ეს არის ერთერთი მაგალითი სწორედ იმ ჯანდაცვის რეფორმისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. კლინიკები აშენდება საქართველოს ყველა რეგიონში.

რამოდენიმეჯერ მკითხეს: ხომ არ დაიკარგა დრო? 100 საავადმყოფოს პროგრამა არ გამოვიდაო. - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დრო არ დაკარგულა. ბევრი ახალი რამე გაკეთდა, ბევრი ახალი პროექტი დავიწყეთ, ბევრი სიახლე შევიტანეთ ჯანდაცვის სფეროში, თუნდაც, სოფლის ექიმის ინსტიტუტი ჩამოვაყალიბეთ. ეს საავადმყოფო გასული წლის პროექტით არის დაწყებული. შესაბამისად, ახალი ჯანდაცვის პროგრამა სწორედ იმას ემსახურება, რომ ყველა რაიონში იყოს მაღალი ტექნოლოგიების ახალი საავადმყოფოები, რომლებიც ზოგ შევმთხვევაში კერძო მფლობელობაში იქნება, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო მფლობელობაში, მაგრამ ხარისხი გაიზრდება ბევრჯერ და მისაწვდომი ყველასთვის გახდება."

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური