საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ათასწლეულის ფონდის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ათასწლეულის ფონდის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესი2010 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ათასწლეულის ფონდის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს (Daniel W. Yohannes ) შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ პრესის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე ნიკა გილაურმა განაცხადა:

„პირველ რგში, ბატონ იოჰანესს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პირადად მან და MCC-ის თანამშრომლებმა საქართველოს მიმართ გამოიჩინეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
როგორც გახსოვთ, MCC-ის პროექტი 5 წლის წინ დაიწყო. პირველი ნაწილი 295 მლნ დოლარისგან შედგებოდა, ეს არის გრანტი. შემდეგ, მას 100 მლნ დაემატა და ჯამში პროექტი აღმოჩნდა 395 მლნ დოლარიანი.

ამ თანხით საქართველოში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა როგორც ენერგეტიკაში, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობაში, მცირე ბიზნესის განვითარებაში. რამოდენიმე მაგალითს დავასახელებ: ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალი, სამცხე-ჯავახეთის გზა. უამრავი თანხები, რომლებიც წავიდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ფერმერების დასახმარებლად.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური  ათასწლეულის ფონდის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდა

ყველაფერმა ამან დაახლოებით 3 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც საქართველოსთვის ცოტა არ არის. ეს არის ამერიკის მთავრობისგან საქართველოს უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც განახორციელა MCC-იმ ამ პერიოდის განმავლობაში და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, ბატონ იოჰანესს და ყველას, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას.

პროექტი მიდის დასასრულისკენ, მხოლოდ გზა დარჩა ბოლომდე მისაყვანი. მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე თვეში იქნება დასრულებული და ნოემბრის თვეში გვექნება ოფიციალური გახსნა სამცხე-ჯავახეთის მაგისტრალის. თითქმის სრული თანხა იქნება ათვისებული და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში MCC-ის დახმარებით მეორე პროექტი განხორცუელდება მომავალში.

ამაზე გვქონდა საუბარი, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის. MCC-ის საბჭო შეიკრიბება დეკემბრის თვეში და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაშინ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური  ათასწლეულის ფონდის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდაგარდა ამისა, მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი - ეს არის 30 მლნ დოლარი, რომელიც სესხებად იქნა გაცემული კერძო სექტორისთვის და რომელიც უკან დაბრუნდება ფონდში. ფონდი შეიქმნება საქართველოს მთავრობის ეგიდით და საქართველოს მთავრობის და MCC-ის მიერ ერთობლივად ადმინისტრირებული იქნება. ეს ფონდი თავიდან ბოლომდე მოემსახურება განათლების სფეროს -ქართველი სტუდენტების საქართველოში ან უცხოეთში სწავლების დაფინანსებას, აგრეთვე ლექტორების და მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს. ეს იქნება განათლების ფონდი, რომელიც შემდეგი 5-6-7 წლის განმავლობაში 30 მლნ დოლარით მოემსახურება განათლების სფეროს."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური