პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისარი ენერგეტიკაში ოტინგერი2010 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს გაფართოების და მეზობლური პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური საქართველოს ენერგეტიკის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

"დღეს ხაზი გაესვა უკვე იმას, რომ საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის და აქ ხაზი გაესვა ასევე ორ მიმართულებას: ერთი არის ჰიდრორესურსები და რეალურად, ჩვემს გამოსვლაში, მეც და ბატონმა ოტინგერმაც თავიას გამოსვლაში, მოუწოდა ევროპელ ბიზნესმენებს, რომ უფრო იაქტიურონ საქართველოში, ჩამოვიდნენ, ააშენონ ჰიდროსადგურები და შემდეგ ელექტროენერგია თურქეთის გავლით გაიტანონ ევროკაშირში და მეორე მიმართულება ეს არის რა თქმა უნდა, საქართველოს პოტენციალი, როგორც გაზის ტრანზიტორის.
ასევე ინფორმაცია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი ჩვენთვის და ეს ინფორმაცია უკევ დაადასტურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, რომ სამშაბათს საქართველოს მთავრობა გააფორმებს მემორანდუმს თურქულ კონსორციუმთან, რომელიც დაიწყებს მშენებლობას სამეგრელოში, დაახლოებით 18 თვის შემდეგ, ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ენერგეტიკის მინსიტრმა ჩვენ გაგვიმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს და რა შესაძლებლობებს მისცემს ის საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით...
გვაქვს ზრდა თითქმის ყველა სექტორში, რეკორდული იყო ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი.დაფიქსირდა ზრდა ტურიზმის სექტორში, საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 9 თვეში, 42-43%-ით გაიზარდა. ფინანსურ სექტორს რაც ეხება, რეკორდული იყო წელს დეპოზიტების მაჩვენებელი. ეს არის 2010 წლის ძირითადი პარამეტრები.როცა ვაკეთებთ ანალიზს, თუ რამ განაპირობა ასეთი ზრდა, ჩვენ სამ ფაქტორს გამოვყოფთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და დივერსიფიკაციას, ვაჭრობის, ტურიზმის და ენერგოსექტორში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ენერგეტიკის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების მინისტრმა იონ არიტონმა, ბულგარეთის ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ტრაიკო ტრაიკოვმა და BP-is ევროპულ საქმეთა დეპატამენტის დირექტორმა ჰოვარდ ჩეიზმა

როგორც საქართველოს ნიკა გილაურმა კონფერენციის შემდეგ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. "ენერგეტიკული კონფერენცია ბრიუსელში ჩვენი თხოვნით ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია ჩაატარა თავად ევროკომისარმა ენერგეტიკაში ბატონმა ოტინგერმა. მისი მოწვევით კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის სახელმწიფო მოღვაწეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობებზე ენერგეტიკის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე საქართველო ევროკავშირისთვის მოიაზრებოდა, როგორც პოტენციური პარტნიორი. დღეს ბატონმა ოტინგერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი ენერგოსექტორში. აქ მოიაზრება ორი სხვადასხვა მიმართულება: ერთი მიმართულება არის ჰიდროსადგურები. აქ სასურველი იქნებოდა ჰიდროსადგურების ასაშენებლად საქართველოში უფრო მეტი უცხოელი ინვესტორის ჩამოსვლა, რათა ელექტროენერგია თურქეთის გავლით გავიდეს უკვე ევროკავშირში და ჩვენ გავხდეთ ექსპორტიორები ელექტროენერგიის ევროკავშირის ქვეყნებზე. მნიკა გილაური საქართველოს ენერგეტიკის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრაეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ევროკავშირისთვის საქართველო სატრანზიტო ქვეყანა გაზის მიწოდებაში.დღეს, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია ერთერთი მთავარი თემაა იმიასთვის, რომ გაძლიერდეს თავად ევროკავშირი. ამ თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. რამოდენიმე პროექტი უკვე განვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს არის ნაბუკო, სადაც საქართველო სატრანზიტო როლს ასრულებს, მეორე და მესამე არის შავ ზღვაზე გასვლა გაზის გთხევადების მიხედვით, ანუ გაზი გთხევადდება და ისე გადავიტანთ მას საქართველოდან ბულგარეთში და რუმინეთში. მეოთხე პროექტი ე.წ. თეთრი ნაკადი, რომელიც აკავშირებს საქართველოს უკრაინასთან. ეს პროექტები დღეს დამატებით განვიხილეთ.

მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, პირველ როგში, შეიქმნება დმტებითი სამუშაო დგილები საქართველოში, მეორე - დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას გაზის ტრანზიტი, მესამე - გაზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, რაც პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ნიკა გილური გამოეხმაურა "Doing Business"-ში გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის სპეციალურ ანგარიშის, რომლის მიხედვითაც საქართველო 2005-2010 წლებში მსოფლიოში საუკეთესო რეფორმატორ ქვყნად არის მიჩნეული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზრით, ეს მთელი ქვეყნის მიღწევაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს გაფართოების და მეზობლური პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე"ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევაა საერთოდ. ყველას მინდა მივულოცო. საქრთველო დასახელდა, ნომერ პირველ რეფორმატორად იმ რეფორმების მიხედვით, რომლებიც ჩვენ გავატარეთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ყოველწლიურად მსოფლიო ბანკი აფასებს 175-მდე ქვეყანას ბიზნესის, ბიზნეს გარემოს სიმარტივის თვალსაზრისით. ამ შეფასებების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2005-2010 წლებში საქართველომ ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა, ყველაზე უფრო გაამარტივა ბიზნესის კეთება ამ 175 ქვყანას შორის.
რას ნიშნავს ეს? - ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლაც შევძელით იმ რეფორმების გატარება, რის შედეგადაც ადგილობრივი ბიზნესმენისთვის უფრო მარტივია ბიზნესის დაწყება, უფრო მარტივია გადასახადებოს გადახდა, უფრო მარტივია საერთოდ ბიზნესის კეთება. მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან სერიოზული რეკლამა საერთაშორისო ინვესტორებისადმი. დღეს ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც ბიზნეს გარემო არის გამარტივებული, სადაც ადვილად შეიძლება გადასახადების გადახდა.

დღევანდელი ამბავი ნიშნავს იმას, რომ მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას შევძლებთ. ეს ავტომატურად ნიშნავს კიდევ მეტი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო და ეს რჩება?

ჩვენი მიზანი არის საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა, საქართველოში უმუშევრობასთნ ბრძოლა. რა არის ამისთვის საჭირო?

თვითონ მთავრობა ხომ ვერ დაიწყებს ბიზნესის კეთებას. მთავრობას შეუძლია შექმნას გარემო, სადაც კერძო სექტორი იქნება წარმატებული. ეს იყო ჩვენი ამომავალი ამოცანა და მთავარი მიზანი. ამ მიზანს ვაღწევთ ყოველწლიურად. ყოველწლიურად გვაქვს პროგრესი და ძალიან მისასალმებელია ის, რომ ეს პროგრესი დააფასა მსოფლიო ბანკმაც. შეაფასა 175 ქვეყანაში ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, ამ მხრივ მიღწეული პროგრესი და საქართველო შეაფასა, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის მომავალ წლებშიც, იმისათვის რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები საქართველოში, იმისათვის რომ ადგილობრივმა ბიზნესმაც წარმატებულად განახორციელოს თავისი საქმიანობა," - დასძინა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური