პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბულგარეთში

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და  ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი  2010 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

როგორც პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბულგარეთი საქართველოს გავლით წელიწადში 200 მილიონ კუბურ მეტრ აირს მიიღებს.

როგორც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "კარგია,რომ ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი დეტალია თურქეთი-ბულგარეთის შემაერთებელი ნაწილი. საუბარია იმაზე ამ პროექტის ევროკავშირის მიერ დაფინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში ანსებაზე. ეს ნაბუქოს პროექტის განხორციელებაში ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია."

ბულგარეთში ვიზიტის დროს ნიკა გილაურმა ქართულ-ბულგარული ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ბულგარელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო.
"საქართველოში არ არის კორუფცია, არის დაბალი გადასახადები და კარგი საინვესტიციო გარემო, რის გამოც ბიზნესის დაწყება ადვილი და მომგებიანია. წელს ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი იყო მთელს რეგიონში. აჭარაში მილიონამდე ჩამომსვლელი გვეყოლება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური