საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

2010 წლის 8–9 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ყაზახეთის პრემიერ მინისტრი კარიმ მასიმოვი2010 წლის 8-9 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს კარიმ მასიმოვს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული თემები განიხილეს. საუბარი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით ყაზახური პროდუქციის ტრანსპორტირებისსაქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საკითხებს შეეხო.

"საქართველოსა და ყაზახეთს შორის კარგი ურთიერთობებია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. იმედი მაქვს, ჩემი ეს ვიზიტი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, ყაზახეთში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასტანაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს-წრეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური