საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №285

ლორიკ მარშანიას დამკრძალავი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას დამკრძალავი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნიკა გილაური (თავმჯდომარე), თეიმურაზ იაკობაშვილი, კობა სუბელიანი, გიორგი ბარამია, დავით ალავიძე, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი, ოთარ ჟორდანია.

2. ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ნიკა გილაური