საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1608

ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

1.ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის N92, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის N57 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის N90 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის თაობაზე:
ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს, დასახლებულ პუნქტ დაბა ჩაქვსა და ქ. ბათუმს შორის, ფართობით _ 582,9 ჰექტარი;
ბ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტ ქვედა სამებასა და ქ. ბათუმს შორის, ფართობით - 2,3 ჰექტარი;
გ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტებს: ურეხს, მნათობსა და ფერიას შორის, ფართობით - 174 ჰექტარი;
დ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და დასახლებულ პუნქტებს: ახალსოფელს, გონიოსა და კვარიათს შორის, ფართობით - 1456 ჰექტარი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური