საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1594

თ. კოვზირიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური