საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1514

ი. ქურდაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N1454 განკარგულება გ. ჩახნაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური