საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1464

სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის N97 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის N288 დადგენილების გათვალისწინებით, სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზ-რუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის N97 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად (ორგანიზაციული კოდი - 35 11 02 13 01) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამ კომპონენტის შემსყიდველის მიერ ამ კომპონენტით განსაზღვრული სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური