საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №398

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის N129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის N129 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, N75, მუხლი 811) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული პროცედურები (თუ დაწყებული პროცედურების ფარგლებში წარმოდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით 2010-2011 წლების ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშეშე და სამასალე მერქნით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს N1020 განკარგულების მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური