საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №397

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N954 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 2.7. პუნქტისა და ,,ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბირთვული და სხვა რადიაქტიური მასალის უკანონო კონტრაბანდის თავიდან აცილებაში თანამშრომლობის თაობაზე საიმპლემენტაციო შეთანხმების შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების თანდართული წესი.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შეიმუშაონ და 2011 წლის 1 აპრილამდე ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ ,,საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისას განგაშზე რეაგირების სქემა.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური