საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №395

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 160 მოსწავლის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით; საჯარო სკოლებისათვის, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ინდივიდუალურად, თითოეული საჯარო სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:
ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით _ 1,433-ით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით _ 1,3-ით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით _ 1,283-ით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით _ 1,233-ით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით _ 1,166-ით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს _ 1,1-ით;
ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით _ 1,72-ით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით _ 1,56-ით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლემდე _ 1,54-ით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით _ 1,48-ით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით _ 1,4-ით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა¬ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს _ 1,32-ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) საჯარო სკოლებისათვის, პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით _ 430 ლარით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით _ 390 ლარით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით _ 385 ლარით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით _ 370 ლარით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით _ 350 ლარით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს _ 330 ლარით;
ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით _ 516 ლარით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით _ 468 ლარით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით _ 462 ლარით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით _ 444 ლარით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით _ 420 ლარით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს _ 396 ლარით.

5. კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.

6. არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 0,08 კოეფიციენტზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯამით.

7. საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარდა, საბაზო დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი სახით, კერძოდ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) `ა ქვეპუნქტის `ა.ა და ბ ქვეპუნქტის `ბ.ა ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე _ 30 000 ლარით;
ბ) `ა ქვეპუნქტის `ა.ბ და `ბ ქვეპუნქტის `ბ.ბ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე _ 17 000 ლარით;
გ) `ა ქვეპუნქტის `ა.გ და `ბ ქვეპუნქტის `ბ.გ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე _ 14 000 ლარით;
დ) `ა ქვეპუნქტის `ა.დ და `ბ ქვეპუნქტის `ბ.დ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე _ 10 000 ლარით.

მუხლი 2. `ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის `ბ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N182 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური