საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №393

,,2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის N130 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ,,2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის N130 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №52, III ნაწილი, მუხლი 776) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 11 184 800 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) ლარით.

2. პირველი მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,23. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგენილების მე-14-მე-17 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 136 800 (ას ოცდათექვსმეტი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდენობა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა - 46 800 (ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლარი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური