საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №391

გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის N213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართვე-ლოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის N213 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, N92, მუხლი 1360) და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური