საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №389

საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის N158 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის N158 დადგენილება საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ (სსმ, 2009 წელი, N112, მუხლი 1274).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური