საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №385

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" სა-ქართველოს კანონის მე-6 მუხლის 72-ე, 721, 722, 723, 724, 725 პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი N1).

მუხლი 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი N2).

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის N153 დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური