საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №384

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილებებისა
და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 28 დეკემბრამდე და შემდეგ, ყოველთვიურად, სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები ამ პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ, რომლებიც 2011 წლის 1 იანვრიდან გახდებიან ამ დადგენილების ბენეფიციარები:
ა) საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები;
ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;
გ) საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლები;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.".

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი:

„35. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2010 წლის 28 დეკემბრამდე და შემდეგ, ყოველთვიურად, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები ამ სააგენტოს ფილიალებში დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ.".
3. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. დადგენილების პირველი მუხლის „ა" ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების":
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) სსიპ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარები და ამ სააგენტოს ფილიალებში დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები;";
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 34 პუნქტით განსაზღვრული პირები.";
გ) მე-4 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „ა.ბ1" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ1) „გ1" ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის - სსიპ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო;";
გ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ.ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ზ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის - კომპეტენტური ორგანოს მიერ მოწოდებული სიით გათვალისწინებული მისამართი;";
დ) მე-6 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის გადახდა წყდება გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.";
ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:
„92. სააგენტო უფლებამოსილია სადაზღვევო ორგანიზაციას გამოუქვითოს დაზღვეულის გარდაცვალების, ორმაგი დაფინანსების და/ან პროგრამის საოპერაციო სისტემის ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად გაცემული პრემია.";
ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, მზღვეველმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია დაზღვეულების ზარალის შესახებ.".

6. დადგენილების N2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N256 დადგენილება საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური