საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №383

საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის N192 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის N192 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, N86, მუხლი 1273) დამ¬ტკიცებულ საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ პირთა აღრიცხვა სამსახურის მიერ ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად.

2. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური