საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №382

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის N377 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის N377 დადგენილების (სსმ, 2010 წ., N162) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისა და აკრედიტაციის პროცედურების გავლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური