საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №381

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, №54, ნაწილი III, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ქ" და "ღ" ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქ) ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;
ღ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის საგამოცდო პროგრამას.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური